ბანერები მეტროში
„რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“- ამ შინაარსის ბანერები თბილისის მეტროსადგურებში გამოფინეს. კამპანიის ავტორია კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“. ვის პასუხობენ ამ ბანერებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ვერ ასახლებენ. ცნობილია, რომ კამპანია გაგრძელდება, მათ შორის, ბანერებთან ერთად, დამზადდება სპეციალური ვიდეორგოლებიც. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის თავის მართლების კამპანია.
