ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა
სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარეები ადიდდა. 45 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დატბორილია 20 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. დაიხურა რამდენიმე აეროპორტი და მაგისტრალი.
