ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
ფესტივალი „ქართულმა ხმებმა“ და იტალიელმა მუსიკოსებმა დახურეს. 9 დღის განმავლობაში, კონცერტების პარალელურად, ცნობილმა შეფმზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს, მოეწყო წიგნების პრეზენტაცია და ფილმების ჩვენება. ფესტივალის პირველი დღე საქველმოქმედო იყო, შემოსული თანხმა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება.
