კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა
კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სასაზღვრო ქალაქ მიტროვიცაში განგაშის სიგნალი ჩართეს. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს. ადგილზე კოსოვოს სწრაფი რეაგირების ძალები გამოჩნდნენ. ისმოდა სროლაც.
