ომის 159-ე დღე - ვითარება უკრაინაში
ომის 159-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა მიკოლაევის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის დასახლებულ რაიონებზე. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაშიც, სადაც ისქანდერის ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა.
