დაპირისპირება ბათუმის რესტორანში
ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მუსიკის გამო დაიწყო. რესტორნის სტუმრების ერთ ნაწილს მუსიკის თანხლებით ვახშმობა სურდა, რაც სხვა მაგიდასთან მსხდომებმა გააპროტესტეს. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა მუსიკის ჩართვა, როცა ქვეყანაში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ.
