„ხალდე“ - სპექტაკლის პრემიერა
ხალდეს აჯანყება. სვანური სოფლის ისტორია, რომლის მცხოვრებლებმაც მეფის რუსეთს მორჩილებაზე უარი უთხრეს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. დმანისის თეატრის დასი სწორედ ხალდეს ისტორიის თეატრალური პრემიერისთვის ემზადება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოჩენილი თავდადება ისტორიულ ამბავს „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე, თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს. რეჟისორ გიორგი სიხარულიძის სპექტაკლის პრემიერა დღეს გაიმართება.
