სტიქია კენტუკის შტატში
კენტუკის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. მათ შორის 6 ბავშვია. შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. წყალდიდობა კენტუკიში უხვმა ნალექმა გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლები. დაზიანებულია ელექტრო ქსელები. ათასობით აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ფედერალური ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფის განკარგულება გასცა.
