ნენსი პელოსი, როგორც ჩანს, ტაივანში არ ჩავა
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, აზიური ტურნეს ფარგლებში ის სინგაპურს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, ტაივანი კი ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მანამდე ამერიკული მედია ავრცელებდა ინფორმაციას ტაივანში პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ, რასაც ჩინეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პეკინში განაცხადეს, რომ ტაივანში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად გადამწყვეტი ზომები მიეღო.
