ლიზ ტრასის პოზიცია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პრემიერად არჩევის შემთხვევაში შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას არ დაუშვებს. „შოტლანდიელი ნაციონალისტები დათანხმდნენ იმას, რომ რეფერენდუმი თაობაში ერთხელ უნდა ჩატარდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ პირობა შეასრულონ. თუ პრემიერ მინისტრი გავხდები, ახალ რეფერენდუმს არ დავუშვებ“. განაცხადა ლიზ ტრასმა, რომელიც ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ პრემიერ მინისტრობის კანდიდატია.
