ღია მმართველობის საბჭოს სხდომა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაზე ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების წინაპირობებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მომხსენებლები დავით გაბაიძე და გივი მიქანაძე იყვნენ. მათ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის აქტიურ თანამშრომლობასაც გაუსვეს ხაზი. სხდომაზე 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ღია მმართველობის საბჭოს წევრებმა სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გუდაურის ტრაგედიისას დაღუპულებს და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს.
