განათლების კომიტეტის წევრები კახეთში
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კახეთის რეგიონში შეხვედრებს მართავს. კომიტეტის წევრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საგანმანათლებლო რესურსებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია და მოსაზრებები მოისმინეს. მოკვლევის ჯგუფი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ესტუმრა, რომელიც ერთს პლიუს ოთხი საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. დეპუტატებმა პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი" და თელავის საჯარო სკოლები მოინახულეს.
