30 წელი გაეროში
შალვა პაპუაშვილი საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30-ი წლისთავს ტვიტერზე ეხმაურება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის წარმატებით გააგრძელოს და დაიცვას ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჩადებულია გაეროს დებულებაში.
