სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები
წავა თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი, ამის შესახებ პოლიტიკურ სპექტრში პროგნოზები უჭირთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს შეიძელბა იყოს ერთგვარი სვლა იმისთვის, რომ მან საპატიმროს თავი დააღწიოს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი ქართული პოლიტიკიდან გვერდზე გადგება, ეს დიდწილად ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზებული გარემოს შემცირებას. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას. მმართველ გუნდში საუბრობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეს ნაბიჯი შესაძლოა ყურადღების მიქცევის მიზნით დაჭირდა.
