საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება გრძელდება
როგლაში ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება. ნაკრებთან ერთად იმყოფება სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ენბიეის რეგულაციების გამო გუნდთან სრულყოფილ ვარჯიშს მხოლოდ ოთხი აგვისტოდან დაიწყებს. ევრო ბასკეტისთვის ფორმაში შედის გიორგი ცინცაძე, მას ნაოპერაციები ფეხის გამო გასული მთელი სეზონი გაუცდა. ჩვენი გუნდი უახლოეს ამხანაგურ შეხვედრას 5 აგვისტოს, უნგრეთთან ჩაატარებს.
