რამდენიმე უარყოფითი პასუხის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენის კოვიდ ტესტის შედეგი კვლავ დადებითია
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას არ განაახლებს, თუმცა პირადი ექიმის თქმით, პრეზიდენტს იზოლაციის წესების დაცვა კვლავ მოუწევს. თეთრი სახლის ლიდერს კორონა ვირუსი 21 ივლისს დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.
