უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე შეერთებულმა შტატებმა 100 ათასამდე უკრაინელი მიიღო
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე შეერთებულმა შტატებმა 100 ათასამდე უკრაინელი მიიღო. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ იტყობინება. ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, უკრაინის 47 ათასამდე მოქალაქეზე დროებითი ან საემიგრაციო ვიზაა გაცემული, 30 ათასზე მეტი შეერთებულ შტატებში კერძო სპონსორობის პროგრამით მოხვდა, 22 ათასზე მეტმა კი ამერიკის საზღვარი მექსიკიდან გადაკვეთა.
