გამარჯვებული სტუდენტები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე მონაწილეობისას. გამარჯვებული გუნდების შერჩევისა და დაკომპლექტების პროცესს, კონკურსის საფუძველზე, თსუს იურიდიული ფაკულტეტის საერათშორისო სამართლის ინსტიტუტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი უძღვებოდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური შედეგების პრეზენტაციისას გამართა.
