ტრაგედია გუდაურში
გუდაურში მომხდარი ავია კატასროფის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მიმდინარეობს ოჯახებში გადასვენების პროცესი. შემთხვევის უშუალო ადგილზე, ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ახლა გამოძიებამ უნდა თქვას, კატასტროფის მიზეზი იყო ვერტ მფრენის ტექნიკური გაუმართაობა, ადამიანური ფაქტორი, თუ ქარი. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. სამაშველო ოპერაციაზე გასული ჯგუფი ავია კატასტროფაში მოყვა. გუდაურში ვერტმფერნის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, იყო ეკიპაჟის ოთხი წევრი, ორი მაშველი და ორი ექიმი.
