ომის 158-ე დღე
საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე ხორციელდება, რასაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან. რუსული მხარე ამ დრომდე უარყოფს ოლენივკის საგამოძიებო იზოლატორის აფეთქებასთან კავშირს, რის შედეგადაც 50 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. „აზოვის“ პოლკი, კი თანამებრძოლების მკვლელობის გამო პუტინს შურისძიებით ემუქრება.
