შეერთებულ შტატებში „მეგა მილიონსის“ ლატარიის ჯეკპოტი გათამაშდა
ბედნიერი ბილეთის მფლობელი ილინოისის მკვიდრი გახდა, რომელმაც მილიარდ 330 მილიონი დოლარი მოიგო. „მეგა მილიონსის“ 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში მილიარდ დოლარს ზემოთ ჯეკპოტი მეორედ მოიგეს. რეკორდი კი 2018 წელს დამყარდა, როცა ბედნიერი ბილეთის მფლობელმა მილიარდ ნახევარი დოლარი მიიღო.
