ჯოზეფ ბაიდენის კოვიდ ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა
მისი მკურნალი ექიმის, განცხადებით, პრეზიდენტი იზოლაციის რეჟიმში გადავიდა, თუმცა ვირუსის გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. თეთრი სახლის ლიდერს „კოვიდ 19-ი“ გასულ კვირასაც დაუდასტურდა, რის გამოც იზოლაციის რეჟიმში იყო გადასული. ოთხშაბათს მას გამეორებითი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა და პრეზიდენტი სამუშაოს დაუბრუნდა.
