მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა
გასული დღე ღამის განმავლობაში ვირუსით ესპანეთში ორი, ბრაზილიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი სამი ათას 700-ს აჭარბებს, ბრაზილიაში კი ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ნიუ იორკშიც. მანამდე საგანგებო მდგომარეობა სან ფრანცისკომ გამოაცხადა.
