უკვე მეორედ, ერაყში დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაარბიეს
არეულობის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ბოლო დღეებში პოლიტიკური კრიზისი ერაყში უკიდურესად გამწვავდა. შიიტთა ლიდერის, მომხრეები პრემიერ მინისტრად მოჰამედ ალ სუდანის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან, რის გამოც ერაყს უკვე 9 თვეა, სრულფასოვანი მთავრობა არ ჰყავს.
