თავის მართლების კამპანია
ასე ეხმაურება მმართველი გუნდი თბილისში გამოჩენილ ბანერებს წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას მავთულ ხლართებიც ადასტურებს და ჯობია „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნოს იმ მოწოდებებს, რაც საქართველოს ომში ჩართვას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს რომ დასავლეთს ქვეყნის ომში ჩართვა სურს. ბანერების ინიციატორი ,,კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ არის, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წარმომადგენლებმა უპასუხეს დავით მათიკაშვილის განცხადებას. ისინი მესალმებიან ხელისუფლების მსგავს პოზიციას და მიიჩნევენ, რომ კარგი იქნება თუ ეს განცხადება საქმითაც დადასტურდება.
