მკვლელობა ცხვარიჭამიაში
საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. რის შემდეგაც, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადილიდან მიიმალა. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
