მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი არათუ საკუთარი პარტიიდან, საერთოდ ქართული პოლიტიკიდან მიდის
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი არათუ საკუთარი პარტიიდან, საერთოდ ქართული პოლიტიკიდან მიდის. ახლა მთავარი ჯანმრთელობის საკითხია, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ამბობენ, მზად არის პოლიტიკური ფასიც გადაიხადოს. ეს ვერსია ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტის შვილმა გაახმიანა, თუმცა ნაციონალური მოძრაობა ამ მოცემულობას ჯერ არ იღებს თუ ვერ იღებს, რთული გასარკვევია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით თუ გარეთ ურთიერთობები მთლად კარგად არ არის. სააკაშვილის ტრანსფორმაციის დიდად არ სჯერა მმართველ გუნდს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ერთგვარი გეგმაა, საპატიმროდან თავის დასაღწევად. ლევან მორჩიაშვილი გვიამბობს, ვის სჯერა, მართლა განიხიბლა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ქართული პოლიტიკით.
