რომის პაპი გადადგომას არ აპირებს
რომის პაპის თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ჩათვლის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, მოვალეობა სათანადოდ შეასრულოს. ეს განცხადება პაპმა კანადაში ვიზიტის დასასრულს გააკეთა. როგორც 85-ი წლის რომის პაპი ამბობს, ამ ეტაპზე ის გადადგომას არ აპირებს და საქმიანობას გააგრძელებს. ბოლო თვეებში მას მუხლის ტკივილი აწუხებს, რის გამოც სიარული უჭირს. კანადაში ვიზიტისას ის ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა.
