ესპანეთში ხანძარს ებრძვიან
ესპანეთში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტოლედოს პროვინციაში ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძარი დასახლებული რაიონებისკენ მიიწევს, რის გამოც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეროვნული გვარდია და ავიაციაა ჩართული.
