საქართველოს მოქალაქეებს უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ
უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით, გამარტივებული წესით, უნგრეთში სამუშაო ნებართვა მიიღონ. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ბუდაპეშტში, ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. =
