პარაპლანით ფრენა იკრძალება
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერს არ შეისწავლიან, პარაპლანით ფრენები აიკრძალება. მისივე თქმით, პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს.
