გლოვის დღე
საქართველოში გლოვის დღეა. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დაშვებულია. სახელმიწფო დროშა დაეშვა პარლამენტის შენობაზე. სახელმწიფო დროშები დაშვებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
