საგადასახადო თაღლითობის საქმე
საგადასახადო თაღლითობის საქმეზე პროკურორი შაკირასთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. მომღერალს ბრალად ედება გადასახადების გადაუხდელობა 2012-დან 2014 წლამდე. შაკირას განცხადებით, ის ამ პერიოდში ესპანეთში არ ცხოვრობდა, პროკურატურა კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. 8-წლიან პატიმრობასთან ერთად ბრალდების მხარე მომღერლისთვის 23 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრებასაც ითხოვს.
