ვოლოდინის განცხადება რუსეთის მოქალაქეებზე
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, მოღალატეები არიან. ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა განაცხადა. „ისინი, ვინც წავიდნენ თბილ ქვეყნებში და იქიდან უყურებენ ამ ყველაფერს, უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეები არიან“, – აღნიშნა სახელმწიფო დუმის სპიკერმა. მისივე თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არიან.
