ბლინკენი ლავროვის სატელეფონო საუბარი
თებერვლის შემდეგ პირველად, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბარი შეეხო უკრაინაში დატყვევებული ამერიკის მოქალაქეების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების საკითხს. „სიენენის“ ინფორმაციით, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოსკოვი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტისა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ბლინკენთან საუბრისას ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინაში ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის მიზნები ბოლომდე შესრულდება, ბლინკენმა კი მას განუცხადა, რომ მსოფლიო უკრაინის ანექსიას არ მიიღებს და რუსეთს მაღალ საფასურს გადაახდევინებს.
