ხანძარი თელავში
თელავში, ნადიკვარის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. თავდაპირველად ცეცხლი სახურავს მოედო და მალევე შენობაზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარის გამოწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტრო გაყვანილობაა. ვითარებას ადგილზე გაეცნო თელავის მერი.
