დაშავებული პარაპლანისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დაშავებული პარაპლანისტის დედა სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და პატიებას სთხოვს. ინსტრუქტორი გუშინ გუდაურიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და ქალა ტვინის დაზიანება. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
