ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო დავა მოიგო
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო დავა მოიგო. არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187-ი მილიონი ლარი მიაკუთვნა. ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს.
