ევროპარლამენტარების და დიპლომატების არაერთი მოწოდების მიუხედავად ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა ორ პარალელურ ფორმატში მიმდინარეობს
ევროპარლამენტარების და დიპლომატების არაერთი მოწოდების მიუხედავად ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა ორ პარალელურ ფორმატში მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი ბოიკოტს განაგრძობენ და პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არ ერთვებიან. პარლამენტი კი უკვე სამი კვირაა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო ჯგუფებში მუშაობს, ამბობს, რომ პროცესი ისტორიულია და ყველა ალტერნატიული ნაბიჯი ამ პროცესში სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. განცხადება გააკეთა პრემიერ მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა არ არის“.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
