ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო
ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. სამოქალაქო აქტივიტები ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. მიზეზი კრემლისთვის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგარაკი „ბიჭვინთის“ გადაცემაა. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი საკუთარი განკარგულებით ვლადიმერ პუტინს 180 ჰექტარ მიწაზე მდებარე ბიჭვინთს აგარაკს და მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიას უსასყიდლო განკარგვის უფლებით გადაცემას აპირებს. ამის გამო სამმა აქტივისტმა პროტესტის უკიდურეს ზომას, მშრალ შიმშილობას მიმართა.
