ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ
შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუის“ პრობლემები 800-ი მილიონი დოლარის ოდენობის თანხაზე სასამართლო განხილვის ჭრილში სინგაპურის მასშტაბითაც გავრცელდა - ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ბლუმბერგი“ აქვეყნებს. საქმეზე განმარტებას აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის იურისტიც. სანდრო სამადბეგიშვილი აღნიშნავს, რომ ბერმუდაზე მოგებული დავა ცალკე განიხილებოდა და საქმე მოგებულია პირველ ინსტანციაში, რითაც აღსრულების უზრუნველყოფა ხდება. სინგაპურში კი ცალკე დავა მიმდინარეობს, სადაც სარჩელი წლებია შეტანილია და ზეპირი განხილვები სექტემბერში დაიწყება. რაც შეეხება ბლუმბერგის სტატიას, ნათქვამია, რომ ივანიშვილი სინგაპურში კრედიტ სუისის სხვა შვილობილ კომპანიას უჩივლებს, რაც უკვე სკანდალური რეპუტაციის მქონე შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტს მორიგი უარყოფითი ეფექტით ემუქრება.
