გურია ქართული ჩაის ფესტივალს მასპინძლობს
გურია ქართული ჩაის ფესტივალს მასპინძლობს. შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში წარმოდგენილია ჩაის რამდენიმე სახეობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ჩაის დამზადების მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრება მეწარმეებს შორის. გამოვლინდება საუკეთესო ჩაის მფლობელი. ასევე, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის და გურული ცეკვის პერფომანსი. საღამოს დიჯეი დაასრულებს. სტუმრებს, ჩაის გარდა, თაფლის, ჩირის, ღვინისა და გურიაში წარმოებული სხვა პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა შეუძლიათ. ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ „ჩაის გზის“ ფარგლებში იმართება.
