„ეი თიუ ჯორჯია“ ქუთაისის აეროპორტში ე.წ. დუტი ფრის ანუ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს მოაწყობს
„ეი თიუ ჯორჯია“ ქუთაისის აეროპორტში ე.წ. დუტი ფრის ანუ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს მოაწყობს. აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ აუქციონში, აღნიშნულმა კომპანიამ 97 ბიჯით გაიმარჯვა. მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულების ვადა 7 წლით განისაზღვრა. ცნობილია, რომ წლის ბოლომდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ორი განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყობა, სადაც მგზავრები სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შეძენას შეძლებენ.
