რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები და საქართველოს დამოკიდებულება
რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები და საქართველოს დამოკიდებულება. ოფიციალური ვაშინგტონი თბილისის მიდგომას იწონებს და მიესალმება ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას, რომლებიც სანქციების შესაბამისად მოქმედებენ. ანგარიშს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. კომენტარი თემაზე, გააკეთა პრემიერ მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში არ იყო ჩართული და ასევე პასუხი გაეცა „მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა“.
