ეკონომიკური ზრდა
2022 წლის ივნისში - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,2 - ი მეათედი პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 - ი წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10 - ი მთელი ხუთი მეათედი პროცენტით განისაზღვრა. ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი, დასაწყობება, ელექტროენერგია, აირი, სასტუმროები, რესტორნები. კლების ტენდენცია კი გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.
