ატმოსფერული ჰაერის ხარისხი
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო. სხდომაზე სამიზნე ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული ვითარება, ჰაერის ხარისხის მართვის ეროვნული სისტემა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მომავალი გეგმები განიხილეს.
