დღეს მესტიაში სახალხო დღესასწაული სვანეთობა აღინიშნება
დღეს მესტიაში სახალხო დღესასწაული სვანეთობა აღინიშნება. მესტიის ცენტრში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოდგენილი აქვთ ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები მიმდინარებს ტრადიციული სვანური სამზარეულოს მასტერკლასები. მთელი დღის განმავლობაში მესტიაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება. დღის ბოლოს სვანეთობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მესტიაში გალა კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
