„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია პლატფორმა „იუნაიტიდ 24-ის“ ელჩი გახდა
„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია პლატფორმა „იუნაიტიდ 24-ის“ ელჩი გახდა, უკრაინის აღდგენის მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „ბალენსიაგამ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100 - ი % - ი უკრაინის აღსადგენად გადაირიცხება. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუკის“ გვერდზე.
