ევროპული რეკოემნდაციების შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლოს ეწურება
ევროპული რეკოემნდაციების შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლოს ეწურება. საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევს. ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ალტერნატიულ შეხვედრებში მონაწილეობს, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება მესამე სექტორთან . მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ მოქმედებს.
