მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისი დღითიდღე ძლიერდება
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არსებული კრიზისი დღითიდღე ძლიერდება. ამ კომენტარით ეხმაურებიან ნიკა მელიას წერილს , რომელშიც ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ერთ ჯგუფს მიმართავს. ოპოზიციურ მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ შეტევა უნდა იყოს არა ოპოზიციურ პარტიაზე, არამედ ხელისუფლებაზე. ნიკა მელიამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომელიც პარტიის მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი პარტიისთვის საყრდენის გამოცლას ცდილობენ.
